ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:16 PM მოგესალმები სტუმარი |
|
მთავარი » 2008 » ივნისი » 17 » galaktion tabidze
galaktion tabidze | 1:01 PM |
მე და ღამე
ხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
თვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს, იო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.
ა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, სე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
აიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
იდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
ა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი, აიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.
ხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
ცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ვენ ორნი ვართ ქვეყანაზე:მე და ღამე, მე და ღამე!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 654 |
დაამატა: lof
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|
სტატისტიკა |
|
ჩვენი გამოკითხვა | |
|