ხუთშაბათი, 2025-06-26, 11:04 AM
მოგესალმები სტუმარი

@ADMIN@LEVANI@

მთავარი » ლექსები

და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 630 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

* * *
ქარი გადმომძახის გიშრისფერი,
ეს ქარი ნამდვილად შეშლილია!
 უბოს იმდენი ამწევი მყავს
სიკვდილის სულ არ მეშინია.
ღარიბს შევხვდები და გავფითრდები!
ან ეს გაფითრება რისი ბრალია?!
 ეთილის იმდენი მყოფელი მყავს
სიღატაკის სულ არ მეშინია!
მტკვარი ჩემსავით აიმღვრევა,
ცხელი მზე შორიდან მათბობს
შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო!
სხვა მე ვერაფერი მომერევა!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 681 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 677 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (1)

მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 627 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

***
 ე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
 ფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
 ვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
 ვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
 ხლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
 ხლა ქარები არხევენ ტირიფს.
 ე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
 ა როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
 სე გაივლის წამება, ოხვრა,
 ენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
 ოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
 ოხვალ და ვიცი მომეფერები!
 უმცა იქნება ღამე წვალების,
 ამე სასტიკი და ულმობელი.
 ა ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 670 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

***

ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 609 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

ფიქრი თავშალივით მოვიხვიე

თვალებს სიმარტოვეს ვაჩვევ

 თელი საღამოა გიყურებ და

მაინც ვერაფრით ვერ გამჩნევ..

ფიქრი სავსე არის საჩივრებით,

ღვინო, ღვინოა და მათრობს,

ქალებს გიჟი კაცი ვარ და

რა გიკვირთ რამეს თუ ვნატრობ.

წავალ და ოცნებას ავიკიდებ

ღმერთმა ქნას სურვილიც ახდეს.

ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ

ჩემი * . . . * თან რომ მახლდეს !

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 709 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

***

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
 ენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 663 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

***

 აცებო ქალებს გაუფრთხილდით
 ული ფიანდაზად გაუშალეთ..
 უბლზე გაჩენილი ნაოჭები
 აზი მოფერებით წაუშალეთ..

 ალებს დაულოცეთ ქალობ დაა,
 აღის ყვავილივით მოუარეთ,
 ორემ სხვა ძალა ქალის ძალა,
 ალი ათასგვარად გადაგაქცევს

 ალი აგატირებს, დაგაჩოქებს
 ამოგაყენებს და კაცად გაქცევს,
 ოდა , ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
 ადლი ხელისგულზე გაუშალეთ,

 ალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით გაუფრთხილდით'

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 686 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

***

 ამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
 ე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
 ველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
 ა ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

 ოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
 ოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
 ომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
 ა ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

 ენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
 რთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
 იეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 633 | დაამატა: lof | თარიღი: 2008-06-17 | კომენტარი (0)

1 2 3 4 »
სიახლეების განყოფილება
ფილმები-films [62]
თამაშები-games [50]
მუსიკები-music [46]
ვიდეოები-videos [18]
სპორტი-sport [16]
counter-strike [12]
სურათები-Pictures [5]
მობილურისთვის-for mobile [26]
rap [23]
პროგრამები-soft [2789]
ლექსები [40]
რეკლამები [4]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 1
მინი-ჩათი
Copyright MyCorp © 2025 | Make a free website with uCoz