და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
* * * ქარი გადმომძახის გიშრისფერი, ეს ქარი ნამდვილად შეშლილია! უბოს იმდენი ამწევი მყავს სიკვდილის სულ არ მეშინია. ღარიბს შევხვდები და გავფითრდები! ან ეს გაფითრება რისი ბრალია?! ეთილის იმდენი მყოფელი მყავს სიღატაკის სულ არ მეშინია! მტკვარი ჩემსავით აიმღვრევა, ცხელი მზე შორიდან მათბობს შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო! სხვა მე ვერაფერი მომერევა!
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე, ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?! გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად, მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო. როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?! ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს, ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო. თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე, ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ, სინანულიც გვიანია ქალბატონო? ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ, არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს! მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო. და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორებ
... კითხვის გაგრძელება »
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
*** ე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ხლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ხლა ქარები არხევენ ტირიფს. ე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას ა როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. სე გაივლის წამება, ოხვრა, ენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. ოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? ოხვალ და ვიცი მომეფერები! უმცა იქნება ღამე წვალების, ამე სასტიკი და ულმობელი. ა ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით. მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები, და ეს თვალები მოცულია განმარტოებით... ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები, მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს. შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.... ..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები. შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას. მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები, და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას. გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები.... მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს. შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს. ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები. ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით. ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,, და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით
ამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო ე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი ა ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
ოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო ოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი ომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო ა ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
ენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის რთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, იეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით
... კითხვის გაგრძელება »
ოგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა არდი და მწუხარება........... ენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი ხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის წუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... ენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. იცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი არსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით ამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ იძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ ისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით................ იცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს ა მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს ასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე ველებურად ჩამიკრავ მძლავ
... კითხვის გაგრძელება »
* * * რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე” მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული.
ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, რუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
სოღანლუღიდან ტათრის ბიჭი მოდენის ვირებს და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს, რომელი ერთი არ დამძრახავს, ან გაიკვირვებს, ომ უკან მივსდევ ჩემს დიდებულ თანამედროვეს.
მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა, ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა, და თუ მაწუხებს, - მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი, რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი. რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა, ომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.
ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი, ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი. ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით... გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი, რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა. ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი, ექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური, მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“. მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება. მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი, შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი. მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი, ვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვალიფებში მშიერი მგლები და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი, დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი. და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა, რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს, კიდევ
... კითხვის გაგრძელება »
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი, ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი. ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით... გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი, რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა. ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი, ექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური, მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“. მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება. მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი, შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი. მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი, ვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვალიფებში მშიერი მგლები და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი, დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი. და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა, რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს, კიდევ
... კითხვის გაგრძელება »
...და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის რა მაქვს ღონე, ინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები აშ, არაგვიდან, რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?.. -ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება ხომ არ გინდა? -გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? სე მეარღნევ, დაამტვრიე, ასცხე, გეთაყვა, აბა, რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა, ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი. -„შაბთი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?“ ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად ულში იმალავს, ამდენიც გინდა, ვითონ ვიცი,
... კითხვის გაგრძელება »
ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო. ა, დათვი და ა, კვალი! აასვენა, აღარ დაასვენა. ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი. აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო. აბლაბუდაც ფიქრობს. აგანგალა - განგალაო, შარშან კატა მომკვდარაო. აგიაშვილის გამზრდელი ქორწილში ყოფილა დაპატიჟებული, სადაც წასულა სადილის უჭმელად, მაგრამ ქორწილისათვის ვერ მოუსწრია და შინ დაბრუნებულს უთქვამს: "იქაც მოვცდი ქორწილსაო, აქაც სადილობასაო". აგიაშვილის გამდელივით არ დაგემართოს. აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს. აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო. აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდა. ადათია და წესია - ფეტვი ალაგზე თესია. ადათის ამოწყვეტას - გვარის ამოწყვეტა სჯობია. ადამიანი ადამიანის მალამოა. ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ათავებს კვნესით. ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამე. ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში ბოძკინტიო (ზანტზე იტყვიან). ადგომისა
... კითხვის გაგრძელება »
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! ქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ
... კითხვის გაგრძელება »
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! ქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ
... კითხვის გაგრძელება »
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ს გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. ა არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
ოგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ლვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! რ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. დუმარების გარეშე და სიცივის თარეშში, ამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, ევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. ეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით სულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! იზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით ემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! ჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: რემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; აქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, ით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. ით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები! ვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! ხლა კი სამარეა შენი განსასვენები! ომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? ინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? ერავინ გა
... კითხვის გაგრძელება »
ე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში, ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს, როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, არსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს?
მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში, მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში... წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი... ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს, არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი, ს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?
სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო რიონის პირას ვდგავარ მოკლული. იგივ ღამეა, იგივ ნათელი, და მეკუმშება ტანჯვებით გული. მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ, დრო – რომელიც არ განმეორდება!
ურიის მთები წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!.. წამიყვანე! მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი! როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი! ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს… წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით. ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა, და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა. ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს. ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!.. არსად ისე არ მღერიან, როგორც
... კითხვის გაგრძელება »
გარეთ წვიმს და თოვს, სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი. გარეთ თოვს და წვიმს, დავიწყებულ სიმს გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი. ვიგონებ ჟამს, როს იყმაწვილის დროს ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი... გარეთ წვიმს და თოვს, სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი, არ ვიცი, რა ხარ, არ ვიცი, ვინ ხარ, რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი. ცოდე, ერთი აუცდენელი ბედი თავისით კარს მოგადგება და წამთა თვისთა არგამცდენელი ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.