ოთხშაბათი, 2025-07-16, 5:45 AM
მოგესალმები სტუმარი

@ADMIN@LEVANI@

მთავარი » 2008 » ივნისი » 17 » leqsi
leqsi
8:22 PM
მეარღნეები და პოეტები

...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
 რა მაქვს ღონე,
 ინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
 აშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
 სე მეარღნევ, დაამტვრიე,
 ასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
 ულში იმალავს,
 ამდენიც გინდა,
 ვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
 აიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
 რ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
 ალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
 ვეპატიება...

1927

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 652 | დაამატა: lof | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სიახლეების განყოფილება
ფილმები-films [62]
თამაშები-games [50]
მუსიკები-music [46]
ვიდეოები-videos [18]
სპორტი-sport [16]
counter-strike [12]
სურათები-Pictures [5]
მობილურისთვის-for mobile [26]
rap [23]
პროგრამები-soft [2789]
ლექსები [40]
რეკლამები [4]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 1
მინი-ჩათი
Copyright MyCorp © 2025 | Make a free website with uCoz