ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:28 PM
მოგესალმები სტუმარი

@ADMIN@LEVANI@

მთავარი » 2008 » ივნისი » 17 » galaktion tabidze
galaktion tabidze
12:42 PM


ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 611 | დაამატა: lof | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სიახლეების განყოფილება
ფილმები-films [62]
თამაშები-games [50]
მუსიკები-music [46]
ვიდეოები-videos [18]
სპორტი-sport [16]
counter-strike [12]
სურათები-Pictures [5]
მობილურისთვის-for mobile [26]
rap [23]
პროგრამები-soft [2789]
ლექსები [40]
რეკლამები [4]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
ჩვენი გამოკითხვა
romelia yvelaze magari reperi
სულ პასუხი: 135
მინი-ჩათი
Copyright MyCorp © 2025 | Make a free website with uCoz