ოგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ლვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! რ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. დუმარების გარეშე და სიცივის თარეშში, ამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, ევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. ეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით სულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! იზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით ემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! ჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: რემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; აქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, ით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. ით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები! ვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! ხლა კი სამარეა შენი განსასვენები! ომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? ინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? ერავინ გა
... კითხვის გაგრძელება »
ე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში, ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს, როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, არსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს?
მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში, მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში... წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი... ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს, არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი, ს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?
სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო რიონის პირას ვდგავარ მოკლული. იგივ ღამეა, იგივ ნათელი, და მეკუმშება ტანჯვებით გული. მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ, დრო – რომელიც არ განმეორდება!
ურიის მთები წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!.. წამიყვანე! მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი! როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი! ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს… წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით. ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა, და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა. ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს. ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!.. არსად ისე არ მღერიან, როგორც
... კითხვის გაგრძელება »
გარეთ წვიმს და თოვს, სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი. გარეთ თოვს და წვიმს, დავიწყებულ სიმს გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი. ვიგონებ ჟამს, როს იყმაწვილის დროს ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი... გარეთ წვიმს და თოვს, სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი, არ ვიცი, რა ხარ, არ ვიცი, ვინ ხარ, რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი. ცოდე, ერთი აუცდენელი ბედი თავისით კარს მოგადგება და წამთა თვისთა არგამცდენელი ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.