...და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის რა მაქვს ღონე, ინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები აშ, არაგვიდან, რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?.. -ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება ხომ არ გინდა? -გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? სე მეარღნევ, დაამტვრიე, ასცხე, გეთაყვა, აბა, რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა, ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი. -„შაბთი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?“ ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად ულში იმალავს, ამდენიც გინდა, ვითონ ვიცი,
... კითხვის გაგრძელება »
ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო. ა, დათვი და ა, კვალი! აასვენა, აღარ დაასვენა. ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი. აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო. აბლაბუდაც ფიქრობს. აგანგალა - განგალაო, შარშან კატა მომკვდარაო. აგიაშვილის გამზრდელი ქორწილში ყოფილა დაპატიჟებული, სადაც წასულა სადილის უჭმელად, მაგრამ ქორწილისათვის ვერ მოუსწრია და შინ დაბრუნებულს უთქვამს: "იქაც მოვცდი ქორწილსაო, აქაც სადილობასაო". აგიაშვილის გამდელივით არ დაგემართოს. აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს. აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო. აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდა. ადათია და წესია - ფეტვი ალაგზე თესია. ადათის ამოწყვეტას - გვარის ამოწყვეტა სჯობია. ადამიანი ადამიანის მალამოა. ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ათავებს კვნესით. ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამე. ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში ბოძკინტიო (ზანტზე იტყვიან). ადგომისა
... კითხვის გაგრძელება »
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! ქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ს გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. ა არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!