მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით
... კითხვის გაგრძელება »
ოგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა არდი და მწუხარება........... ენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი ხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის წუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... ენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. იცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი არსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით ამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ იძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ ისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით................ იცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს ა მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს ასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე ველებურად ჩამიკრავ მძლავ
... კითხვის გაგრძელება »
* * * რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე” მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული.
ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, რუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
სოღანლუღიდან ტათრის ბიჭი მოდენის ვირებს და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს, რომელი ერთი არ დამძრახავს, ან გაიკვირვებს, ომ უკან მივსდევ ჩემს დიდებულ თანამედროვეს.
მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა, ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა, და თუ მაწუხებს, - მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი, რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი. რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა, ომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.
ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი, ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი. ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით... გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი, რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა. ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი, ექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური, მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“. მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება. მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი, შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი. მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი, ვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვალიფებში მშიერი მგლები და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი, დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი. და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა, რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს, კიდევ